საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო! ვლადიმირ ვაისის გუნდმა ასტანაში დაკისრებულ მისიას თავი დიდებულად გაართვა და ყაზახეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურება იყო! 19 წლის ფეხბურთელმა საკუთარ თავზე აიღო საჭირო მომენტში თამაში და შედეგიც მოიმკა. ჯერ იყო და, საჯარიმოს მისადგომებიდან დიდებულად დაარტყა და მეტოქის ცხრიანი დალაშქრა.
მალევე, შეტევა ჩინებულად წამოიწყო და კიდევ უფრო დიდებული პასით ვაკო ყაზაიშვილი მოძებნა, რომელმაც კარში დაარტყა, მეკარემ აჯობა, თუმცა, იქვე, ყაზახ მცველს მოხვდა და ბურთი ბადეში მაინც აღმოჩნდა.
ამრიგად, საქართველომ გამარჯვებით დაიწყო! მატჩის ვრცელ მიმოხილვას კი ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.