ჭიდაობა

14:17 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთში, სარგსიანის თასზე

7-8 სექტემბერს, სომხურ ვანაძორში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით სტეპან სარგსიანის თასის რიგით 23-ე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:

57 კგ. – რობერტ დინგაშვილი
61 კგ. – ლაშა ლომთაძე, ამირან ვახტანგიშვილი
65 კგ. – გიორგი რევაზიშვილი, მაგომედ საიდოვი, ედემი ბოლქვაძე, ცოტნე აბალაკი
70 კგ – გიორგი სულავა, რამაზან მალაკოევი, მირზა სხულუხია, გელა კოკიაშვილი
74 კგ. – დავით ტლაშაძე, არცუნ თანგამიანი.
79 კგ – ტარიელ გაფრინაშვილი
86 კგ. – ზაურ ბერაძე, საბა ჩიხრაძე, იოსებ ხუციშვილი.
92 კგ – გოჩა ლომთათიძე, მექი სიმონია, მუხრან ნარსავიძე.
125 კგ. – გივი მაჭარაშვილი, როლანდ ანდრიაძე, გიორგი პერტაია.

7 სექტემბერს ყველა წონითი კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ, 8 სექტემბერს კი ფინალური ბლოკი გაიმართება. გამარჯვებული პრიზად 1000 დოლარს მიიღებენ, მეორეადგილოსნები – 500-ს, ხოლო მესამე პრიზიორები – 300-ს.

0.107791