ჭიდაობა

13:53 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები პოლონეთში იასპარეზებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება, სადაც 7-9 სექტემბერს ციალკოვსკის სახელობის რიგით XXVII საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები შეჯიბრზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:

57 კგ. – ოთარ გოგავა
65 კგ. – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
70 კგ. – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ. – ნიკა კენჭაძე, დავით ხუციშვილი, იაკობ მაქარაშვილი
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი
92 კგ. – დავით მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ. – ელიზბარ ოდიკაძე

7-8 სექტემბერი – 57, 65, 74, 86, 97 კგ.

8-9 სექტემბერი – 61, 70, 79, 92, 125 კგ.

0.116068