კალათბურთი

13:12 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტ ჯენინგი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ორივე მატჩი მოიგოს”

ესპანურ “ბასკონიაში” თორნიკე შენგელიას ამერიკელი თანაგუნდელი მეტ ჯენინგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გახდა და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშებს, მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

“ზაფხულის დასაწყისში საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან შემომეხმიანენ. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. ეს იდეა მომეწონა, რადგანაც ეროვნულ გუნდში ასპარეზობა მიმზიდველი რამაა, თანაც, როდესაც ევროპაში თამაშობ, კარგია, როდესაც მხოლოდ ამერიკული მოქალაქეობა არ გაქვს.
იყო თუ არა ეს შენგელიას იდეა? ვფიქრობ, ფედერაციას მასთან კონსულტაცია ჰქონდა, თუმცა, ინიციატივა თავად ფედერაციისგან მოდიოდა. ის, რომ თოკოსთან ერთად არა მხოლოდ “ბასკონიაში”, არამედ საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშებ, ნამდვილად მომწონს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სექტემბერში ორივე მატჩი მოვიგოთ”.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ახლო პერიოდში 2 შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის შეგირდები 13 სექტემბერს თელ ავივში ისრაელს ეთამაშებიან, 16-ში კი, თბილისში, საბერძნეთთან მატჩია დაგეგმილი.

0.114983