საფრანგეთის სარაგბო ლიგამ (LNR) 2017-18 წლების სეზონის შედეგების მიხედვით სხვადასხვა ნომინაციებში პრეტენდენტთა სია გამოაქვეყნა.
საუკეთესო სამწვრთნელო შტაბი: “ლიონი”, “კასტრი”, “მონპელიე”;
საუკეთესო ფრანგი მორაგბე: მატიუ ბაბიიო (“კასტრი”), მატიუ ბასტარო (“ლიონი”), ტედი ტომა (“რასინგი”);
საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე: პიერ ბურგარიტი (“ლა როშელი”), ბატისტ კიუ (“ლიონი”), პიერ მუსკარდიცი (“ბაიონი”);
ტოპ 14-ს სეზონის საუკეთესო მორაგბე: ბენ ბოტიკა (“ოიონა”), ჟულიენ დიუმორა (“კასტრი”), სემი რადრადრა (“ტულონი”);
გამარჯვებულთა ვინაობა 24 სექტემბერს დასახელდება.