ყაზახეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბაკტიერ ზაინუტდინოვმა საქართველოს შეხვედრამდე პრეკოსნფერენციაზე ისაუბრა. ყაზახი ფეხბურთელი უმეტესად “ასტანას” ძირითად შემადგენლობაში დაკარგულ ადგილს შეეხო, ხოლო ხვალინდელ მატჩზე თქვა, რომ ყაზახეთის ნაკრებში კარგი განწყობაა.
- როგორ მდგომარეობაშია გუნდი?
- გუნდი კარგ მდგომარეობაშია. მთავარია, რომ შეხვედრას ტრავმების გარეშე ვხვდებით.
- ცოტა ხნის წინ “ასტანას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგეთ. როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს?
- მე ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ. ცოტა ხნის წინ მარცხენა მცველად ვითამაშე და ჩემთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.
- რამდენად კარგად გრძნობთ თავს მარცხენა მცველის პოზიციაზე?
- ჩემთვის უფრო მოსახერხებელია ნახევარდაცვაში თამაში, თუმცა ვიმეორებ, მთავარია ვითამაშო და პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.
- რას უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგეთ?
- ეს გუნდში არსებული კონკურენციიდან გამომდინარეობს. თუმცა, ვიბრძოლებ, რომ ჩემი ადგილი დავიბრუნო.
შეგახსენებთ, ყაზახეთი – საქართველოს შეხვედრა 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.