სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:47 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

2 ქართველი ირანში

ირანში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა, რომელშიც 2 ქართველიც ჩაება: ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) და ნიკოლოზ ცომაია (2259).
4 ტურის თავზე მორჩიაშვილს 2.5 ქულა მოუგროვდა და 58 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი უკავია, ცომაია კი 2.0 ქულით 36-ეა.

ამ დროისთვის შეჯიბრს ერთპიროვნულად ირანელი სეიედ ხალილ მოუსავი (2464) ლიდერობს, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.
9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში მორჩიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინი ჯამშიდის (2287) ეთამაშება, ცომაია კი ასევე თეთრებით მასპინძელსავე რეზა მაშატანს (2199) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113231