სხვა

13:07 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს დაინთება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს დაინთება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ცეცხლის დანთების ცერემონია დაუკავშირდება 2011 წლის 11 მარტს ცუნამით გამოწვეულ ტრაგედიას. 7 წლის წინ, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიაში დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 18 ათასი ადამიანი.

ბერძნულ ოლიმპიაში დანთებული ცეცხლს XXXII თამაშების მასპინძელ იაპონიაში 26 მარტს ჩაიტანენ, სადაც 121 დღე ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს, 24 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე დაანთებენ.

www.geonoc.org.ge

0.121311