ესპანელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის /14-ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დრამატულ ბრძოლაში, ხუთ სეტში 0:6, 6:4, 7:5, 6:7, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 4 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი რაფამ ჩააგდო და მოულოდნელად ტიმმა მშრალზე მოიგო, რაც იშვიათი შემთხვევაა. მეორე და მესამე პარტიები ესპანელმა უკეთ ჩაატარა და 2:1 დაწინაურდა. მეოთხე სეტი ტაი-ბრეიკზე ავსტრიელი უფრო აგრესიულად თამაშობდა და 7:4 იმარჯვა. გადამწყვტ მეხუთე სეტში ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებს იგებდნენ და მატჩის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა. ამჯერად რაფა უფრო მობილიზებული აღმოჩნდა. ტიმი 5:4-ს იგებდა, ნადალმა ზედიზედ სამი ქულ აიღო და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი არგენტინელს 12:5-ს უგებს.