აგვისტოს თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ამერიკული "სან ხოსეს" ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და გაიმარჯვა.
აღნიშნულ გამოკითხვაში 671 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ვაკომ გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი მიიღო - 46.3%. ყაზაიშვილმა გიორგი ჩაკვეტაძეს აჯობა, რომელიც 28.0%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიორგი ხარაიშვილი - 13.7%
დავით ხოჭოლავა - 7.5%
ლაშა პარუნაშვილი - 4.5%
აქვე, ვაკო ყაზაიშვილის აგვისტოს მონაგარის შესახებ:
საქართველოს ნაკრების შემტევმა გასულ თვეში MLS-ში 5 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ოთხივე „დალასის“ კარში. აგვისტოში „სან ხოსეს“ ორჯერ მოუწია დალასელებთან დაპირისპირება. ჯერ 3:1 მოუგო, მერე 4:3. ვაკომ ორივე შემთხვევაში დუბლი შეასრულა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ერთხელ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" ოქტომბრის დასაწყისში ისევ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და თქვენ სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.