ფეხბურთი

16:32 | 4.09.2018 | ნანახია 3525 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის საწყისი მიზანი ერთა ლიგის ქვეჯგუფში გამარჯვებაა, ხოლო დანარჩენს მომავალი აჩვენებს.

გარდა ამისა, ვაისმა ისაუბრა გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელებსა და მეკარეზე. სლოვაკმა დააანონსა, რომ ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ „ჯვაროსანთა“ კარს გიორგი ლორია დაიცავს.

„ამ ეტაპზე ვამჯობინე გამოცდილი ფეხბურთელების გამოძახება. გასაგებია, რომ ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს დიდი ხანი ტრავმა ჰქონდათ, არ უთამაშიათ, სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და შესაძლოა ბოლომდე სათამაშოდ მზად არ იყვნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ გუნდს, განსაკუთებით, მეორე თამაშში. ამ ეტაპზე ასეთი კლასის მოთამაშეები უფრო გამოგვაგდება, ვიდრე ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გამოვიძახე.

ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი აქვთ დასახული სხვა გუნდებსაც. ახლა, მთავარია, რომ მზად ვიყოთ ყაზახეთთან მატჩისთვის. ჩვენ მხოლოდ გუშინ დავიწყეთ ვარჯიში, მაშინ, როდესაც ყაზახები უკვე 1 კვირაა შეკრებას გადიან. თანაც, სტანიმირ სტოილოვის განკარგულებაში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დიდი ხანია ერთად თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ფავორიტად ვითვლებით და მიზანიც ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

ხელოვნურ მინდორზე თამაში საბაბი არ იქნება. მართალია, ბევრს უჭირს ასეთ საფარზე თამაში და მითუმეტეს, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურ საფარზე არიან გაზრდილები და ყველანაირ საფარზე აქვთ ნათამაშები. ოქრიაშვილმაც მითხრა, რომ მზადაა ასტანაში ითამაშოს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ყველაზე კარგად ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სტოილოვზეც. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენს ფიზიკურ მომზადებაზე, ტაქტიკურ მონახაზზე, სტანდარტულების დროს თამაშზე. რაც შეეხება ტექნიკურ არსენალს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენს გუნდს უპირატესობა აქვს.

როგორც იცით, გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხნით გამოგვაკლდა. გიორგი ლორიას გარდა ჩვენ გვყავს როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე, რომლისთვის ეს დიდი შანსია. თუმცა, ამჟამად ჩვენი პირველი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელსაც ვესაუბრე და მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მისი გამოცდილების და კლასის გვჯერა.

თავდამსხმელებს რაც შეეხება, რთული სიტუაციაა. თუ ფორვარდად ვაკო ყაზაიშვილს ჩავთვლით, მის გარდა კლუბში სტაბილურად არავინ არ თამაშობს. თამაშამდე დრო ჯერ კიდე დარჩენილია, შევაფასებთ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში ხვალ გაემგზავრება და 6 სექტემბერს, ასტანაში, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს. სამი დღის შემდეგ კი "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს.


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:33 | 05.09.2018
sabonis (9584)

თუ ლორია დააყენა კარში კატეგორიულად უნდა გააფრთხილონ, რომ დაეტიოს კარის ხაზზე მაგის შეცდომები რაც მახსოვს ყველა უაზრო წინ გამოვარდნების და ბოდიალის დროს მოხდა.

16:24 | 05.09.2018
++Dinamo Tbilisi++ (418)

ვიღაცამ დაწერა ლატვიას და ანდორას შინაც უნდა მოვუგოთ და გარეთაცო... ვერ გავიგე,თითო თამაში ხომ არის ანუ ჯგუფში მარტო სამი თამაში,თუ ყაზახეთს შინაც უნდა ვეთამაშოთ?ბოდიშს ვიხდი,იქნებ გამარკვიოთ.მადლობა

16:34 | 05.09.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

6 თამაშს ვატარებთ, მიმოსვლით.

15:13 | 05.09.2018
berodaviti (4285)

ყველაზე დიდი უსამართლობა და პრობლემა ხელოვნური საფარია, რომელსაც ყაზახეთი მიჩვეულია ჩვენსგან განსხვავებით და ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთსაც ხელს უშლის, რატომ დაუშვა უეფამ ესეთი მინდვრები ამაზე არავინ საუბრობს ?!

სხვა სათამაშო ნიუანსები ალბათ თანაბარია, მინიმუმ გოლი უნდა გავიტანოთ, თუმცა დადებითი ორმაგი შედეგიც ჩვენი უპირატესობა იქნება სატურნირო თვალსაზრისით.

რაც მთავარია თბილისში ეგ ცოდვამოძულებული პროპაგანდის ნებისმიერი გამოვლინება არავინ გაბედოს, ვისაც უკანალი ექავება თავის ბუნაგში იგორაოს, ფეხბურთი გულშემატკივრებისაა და არ დაგინდობთ იცოდეთ !

15:27 | 05.09.2018
mjgiri (8951)

ხელოვნური საფარი დაშვებულია უეფას მიერ და მარტო ყაზახები არ თამაშობენ ეგეთზე.მთავარია ხარისხიანი საფარი იყოს.ისე ასტანას სტადიონს უმაღლესი კატეგორია აქვს...

15:30 | 05.09.2018
berodaviti (4285)

გასაგებია, მაგრამ აჯობებს ყველა თანაბარ პირობებში ასპარეზობდეს, მითუმეტეს ბუნებრივს ვერაფერი შეედრება...

15:37 | 05.09.2018
mjgiri (8951)

თავისთავად

12:40 | 05.09.2018
ამიკო81 (83)

„საწყისი მიზანი ერთა ლიგის ქვეჯგუფში გამარჯვებაა, ხოლო დანარჩენს მომავალი აჩვენებს“. ვაისი ბოლომდე მაინც არ არის დარწმუნებული ჩვენი ნაკრების ევრო-2020-ზე გასვლაში, თორემ ასე არ იტყოდა, არამედ იტყოდა: ჩვენი მიზანი მთლიანად „D“ ჯგუფის მოგება და ევრო-2020-ზე მოხვედრააო. ამბიცია აკლია ვაისს, ჯანსაღი, რეალური, ნორმალური ამბიცია, თორემ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა: არც ამბიცია და არც თავმდაბლობა. გრანდებთან და საშუალო ევროპული დონის გუნდებთან მესმის ეს ნამეტანი სიფრთხილე, მაგრამ ჯგუფი თუ მოვიგეთ, ნახევარფინალში ჩვენს გარდა, სავარაუდოდ მოხვდებიან სომხეთი(ან მაკედონია), აზერბაიჯანი (ან კოსოვო), ბელორუსია (ან ლუქსემბურგი) და ყაზახეთთან თუ ვართ ფავორიტები, ზემოთ აღნიშნული გუნდები რითი არიან ყაზახეთზე უკეთესები? რატომ არ სჯერა ჩვენი ევრო-2020-ზე გასვლის ისე, როგორც ქვეჯგუფის მოგების სჯერა? სომხეთმა, აზერბაიჯანმა ად ბელორუსიამ შეაშინა?

12:42 | 05.09.2018
mjgiri (8951)

საერთოდ თავიდან ჯგუფი უნდა მოვიგოთ და მხოლოდ მერე ვიფიქროთ პლეი-ოფზე.

12:38 | 05.09.2018
mjgiri (8951)

ORTEGA
"ნიჩიასაც ვერ უნდა ახერხებდეს"-ეს "უნდა" რას ნიშნავს? რამე გავაკეთეთ იმისთვის,რომ ყველას ვუგებდეთ? აზრს მოკლებულია ეგეთი საუბარი.ესე იმ ყაზახებსაც "უნდათ" ყველაზე მაგრა თამაში და ჩვენსგან განსხვავებით,დიდ ფულს დებენ ფეხბურთში. მხოლოდ "უნდა"-ზე შორს ვერ წავალთ,რეზულტატისთვის შრომა საჭირო.

11:54 | 05.09.2018
beka7772 (626)

უნდა მოვიგოთ

11:38 | 05.09.2018
ამიკო81 (83)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

07:29 | 05.09.2018
alfadhirhaiti (7530)

ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობაა

წაგება თუ მოახერხეს თვითფრინავს ცეცხლი გაუხსენით რო აქ აღარ დასხდნენ!

00:33 | 05.09.2018
ეშლი იანგი (6461)

ახლა შევედი მაგათ საიტზე

00:32 | 05.09.2018
ეშლი იანგი (6461)

რით ვერ მისცეს ზაურას უფლება თამაშის ნუ ლორიაც წავა რა თქმა უნდა, მარა ჯობია მისი დრო მოვიდეს.

ისე ჩვენზე მეტად ყაზახები გონია თავიანთი გუნდის მოგება :S D D

22:45 | 04.09.2018
ORTEGA (80)

აუჰ კაროჩე სასტავ რო გადავხედე ევროპის ერთა ლიგის დივიზიონებია თუ ჯგუფები აი მაგაას მაგარი გატეხილში დავრჩი . პირდაპირ რო ვთქვათ ტ>>>>>>>ში ვართ და სანამ თავი ავალთ კარგი ხანი ჩაგვივლის კიდევ . თან ვის შეგვადარეს ?სირცხვილი და თავის მოჭრა, ლიხტერშტეინი ლუქსემბურგი კაროჩე რა ამაზე უკან რამე რო იყოს იქ ვიქნებოდით ალბათ

00:49 | 05.09.2018
playmaker (4749)

ამ ეტაპზე მაგრად გვაწყობდა ფსკერზე ყოფნა გასვლის შანსი გაგვეზარდა )))) და თუ მოვიგეთ
და ავინაცვლებთ ზედა ეშელონში

01:43 | 05.09.2018
ORTEGA (80)

ეგ ხო ბაზარი არაა მაგრამ ხომ იცი სათამაშო დონის ასაწევად ცოტა უფრო რთულ დივიზიონში ვყოფილიყავით ჯობდა . ყველაზე ცუდი იცი რა არიის ? აი სადაც ვარტ ( დაბლა დივიზიონს ვგულისხმობ) ჩვენი ნაკრები თავისი დაბალი სათამაშო დონიტ ზოსდატ მაგ დაბალ დივიზიონში რო იმსახურებს ყოფნას . რა ამბიციაზეა საუბარი ლუქსენბურგთან რო წააგებ თუნდაც ამხანაგურ თამაშს მაგრამ ეს ლუქსენბურგია ეგეთებთან ამხანაგურიც კი არ უნდა წააგო დაჯე ნიჩიასაც ვერ უნდა ახერხებდეს ეგეთი გუნდები ჩვენ კიდე წავაგეთ . აი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა მაგ დივიზიონშიც გავფარჩაკდებით

21:51 | 04.09.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ყაზახეთთან ფორით თუ არ მოიგეს, ამას პანღური უნდა ურტყა თბილისიდან სლოვაკეთამდე

22:41 | 04.09.2018
BEERTRANCE (97819)

ფორით თუ სიმწრით, მოგება მოგებაა. მოიგონ და ჯანდაბას.

22:12 | 04.09.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ფორით მოგება ზედმეტი მგონია მოვიგოთ ეგეც კაია

21:22 | 04.09.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

მადლობა უეფას "მკვდართა ლიგისთვის", თორე კიდევ როდის გვეღირსებოდა ამ ფრაზის მოსმენა - "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა" ?

21:33 | 04.09.2018
armenakich13 (577)

მხოლოდ მაშინ თუ ისეთ ურნირებს გააკეთებდნენ როგორიც არის მაგ: ბალტიის ლიგა, ანუ ჩვენ თუ გავაკეთებდით კავკასიის ლიგას იქ ნაღდად გვექნებოდა პირველი ადგილის შანსი ან ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ლიგა რო გაეკეთებინენ იქ კ არიაან რუსეთი და უკრაინა მაგრამ რაღაც შანსები გვექნებოდა, სხა მართლაც ვერასდროს მოვისმენდით ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილია ან ტურნირის მოგებაო DD

21:21 | 04.09.2018
armenakich13 (577)

ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს მეც დავაყენებდი ძირითადში მაგრამ ზოგი რო ამბობს რატო არ აძლევენ შანსს : ჩაკვეტაძეს, არაბიძეს, კიტეიშვილს, ხარაიშვილს, ბერიძეს, ზარანდიას, ეს ყველა ჩამოთვლილი არიან 21 წლამდელები ანუ ჯერ არიან გამოუცდელები და ასაკობრივებში უნდა დაამტკიცონ ხოლო ასაკობრივებში რა შედეგები აქვთ? პოლონეთთან 3-0, დანიასთან 5-2 და ფარერებთან 3-1 მარცხები

20:40 | 04.09.2018
barcelona1991 (4821)

მინიმუმ არ უნდა წააგონ.აქ უნდა მოუგონ.აი ლატვია-ანდორას კი შინაც და სტუმრადაც უნდა მოუგოთ.

20:31 | 04.09.2018
chiatura (1015)

თუ იცით ვიდეოასისტენტი არი ამ თამაშებზე?

20:28 | 04.09.2018
chiatura (1015)

ლორია - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი - კანკავა, გვილია - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე - ქვილითაია

20:00 | 04.09.2018
თორღვა პანკელი (1138)

რა გაუჭირდათ ყაზახებს ერთი სტადიონი, რა უბედურებაა ორი ქვეყნის მთავარი ნაკრებების ხელონურ საფარიან მოედანზე თამაში, არც ეს თურქი არბიტრი არ მეპიტნავება მაინც და მაინც ყაზახეთთან.

19:59 | 04.09.2018
O. Mertskhali (8101)

ისე, მეჩვენება, რომ ვაისი ნელ-ნელა უფრო ადეკვატური ხდება..

06:47 | 05.09.2018
alfadhirhaiti (7530)

გეჩვენება

მაგის ადეკვატურობა არ გაიშვა...

19:47 | 04.09.2018
Renato (35)

ფრეც არაა ცუდი შედეგი.

19:57 | 04.09.2018
O. Mertskhali (8101)

რაც მთავარია, გოლის გატანას უნდა ეცადონ - 0:0-ზე თამაში, არამგონია სწორი იყოს.. დანარჩენს თამაში აჩვენებს

19:53 | 04.09.2018
M.U2020 (223)

ნამდვილად მე ხვალ ფრითაც კმაყოფილი ვიქნები)) ამათ მერე სახლში მოუვლით ) მთავარია არ წავაგოთ იქ ესაა ამოცანა ალბათ გუნდის) თუ მოვიგეთ ხო ვაბშე მაგარია

18:46 | 04.09.2018
niko_prague (253)

ვერ ვხვდები ხალხი კიტეიშვილს რატომ ვერ ამჩნევს აშკარად ერთ ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, იმას მაგონებს ხავი და ინიესტა რომ ყველაფერს იგებდნენ და საოცარ გავლენას ახდენდნე თამაშზე, ოქროს ბურთს კი მესის და რონალდოს უნაწილებდნენ რა თქმა უნდა ის სხვა მაშტაბზეა საუბარი მაგრამ მაინც.

19:55 | 04.09.2018
O. Mertskhali (8101)

კი, მეც მაგრად მომწონს.. მაგრამ პრობლემა არაა, გამოიჩენს თავს და ნელ-ნელა გახდება ლიდერი, ჩვეულებრივად..
ასე, მესიც 'ზამენიდან' შემოჰყავდათ ხოლმე თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდებოდა, რა საოცარ ტალანტთან ჰქონდათ საქმე.
არ გამოვრიცხავ, რომ ძირითადში იყოს ყაზახეთთან

18:52 | 04.09.2018
salazar (1835)

არ მგონია, რომ ნახევარდაცვაში ვინმეზე მაღლა იდგეს, განსაკუთრებით შემტევ ხაზში. ალბათ გვილიას პირდაპირი კონკურენტია, ორივეს კარგი ტექნიკა აქვს, ბურთიც მაგრად ამოაქვთ, თამაშის ტემპის განსაზღვრა და დალაგება შეუძლიათ. ამ ჯერზე მე გვილია მირჩევნია. თუ უფრო შემტევებს შევეხებით არც ყაზაიშვილს მირჩევნია და არც ჩაკვეტაძეს. ერთადერთი ვარიანტი მარჯვენა შემტევის პოზიცია რჩება (არაბა, პაპუნა, იდეაში ზარანდიაც.) ფლანგზე ყომარობს კიტეიშვილი? მგონი ცენტრიდან უფრო კარგია.
ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს, ნაკრებში, რომ არის ნიშნავს, რომ ამჩნევენ, დალშე ვნახოთ როგორ განვითარდება და წინ არაფერი უდგას.

18:24 | 04.09.2018
deqstera_best_7 (1964)

ლორიას საკითხში ვეთანხმები, კაშია გამოცდილია და ჯერ ეგ უნდა იყოს, ანალოგიურად ნავალოვსკი თავისი ბრძოლისუნარიანობით ამ ეტაპზე იმსახურებს ძირითადს, თან პირველ ნომრად გვინდა თამაში და ტაბიძეს აშკარად ჯობია მაგ შემთხვევაში ფლანგზე.
ოქრიაშვილის საკითხი რთული გადასაწყვეტია, თუნდაც უთამაშებელი ნაკრებში ყოველთვის საუკეთესო იყო, თუ ფიზიკურად შეძლებს თამაშს ითამაშებს და არის ღირსი! პაპუნამ თვითონ თქვა ტრავმა მქონდა შეკრებისას და მაგიტო არვთამაშობო, არაბიძისთვისაც ეხლა დაიწყო სეზონი ასე რომ ოქრი პირველია!
ქვილითაია-მჭედლიძეს ახალი მორჩენილი აქვთ ტრავმა, მაგრამ კაჭარავაც უთამაშებელია ასე რომ სავარაუდოდ პირველ ორზე გაკეთდება აქცენტი და თუ ფიზიკურად მზად იყო მაინც მგონია რომ მჭედლიძე ითამაშებს, ერთადერთი შეიძლება ხელოვნური მოედნის გამო არგარისკოს...

18:53 | 04.09.2018
salazar (1835)

ქვილითაიას უფრო მეტი გააქვს, კლუბშიც და ნაკრებშიც. ამიტომ ქვილითა დაიწყებს, სადღაც 70 წუთს მისცემს ალბათ.

18:13 | 04.09.2018
mjgiri (8951)

lagashi
მახარაძეს თამაშის უფლებასთან შეექმნა პრობლემები

17:58 | 04.09.2018
irakli111 (373)

უკვე თქვა ვისაც დააყენებს აღარ უნდა ამას ზედმეტი ფილოსოფია
---------ლორია
კაკაბა--საბა--კაშია--ნავალა
------კანჯავა--გვილია
ვაკო--ჩაკვეტაძე--ოქრი
ქვილითაია
ოქრიაშვილს არ ვენოდბოდი მე მარა მაინც თავისას აწვება და რაღაც პინტში მესმის ამისიც ვერ რისკავსს

18:44 | 04.09.2018
salazar (1835)

არა მგონია ოქრი ყაზახეთთან ათამაშოს. უფრო მეორე შეხვედრისთვის ყავს.

17:46 | 04.09.2018
ogafa (10220)

იმედია მოვიგებთ წარმატებები ბიჭებს

17:38 | 04.09.2018
armenakich13 (577)

__________კვასხვაძე ________________
კაკაბაძე - კვირკველია - კაშია - ტაბიძე
__________კანკავა - კვეკვესკირი_______
ჩაკვეტაძე - ვაკო - კიტეიშვილი
__________კაჭარავა______________
ესაააა ჩემი აზრით ოპტიმალური რადგან ძირითადებიდან ლორია არააა ფორმაში, ნავალოვსკიც ცუდ ფორმაშია, ცუდ ფორმაშია, ოქრიაშვილი,მჭედლიძე და ქვილითაია ახალი მორჩენილები არიან და არ ღირს გარისკვა და ძირითადში დაყენება თუ რამე შეცვლაზე შეიყვანონ ...

18:43 | 04.09.2018
salazar (1835)

ან ტაბიძეს რა უნდა მარცხენა მცველად, ან ჩაკვეტაძეს მარჯვენა შემტევად, მაგრა აურ-დაურიე.

19:08 | 04.09.2018
armenakich13 (577)

ტაბიძე აქამდე დააყენა რომელიღაც ამხანაგურში, შეტევის ფლანგები კი ამერია

17:48 | 04.09.2018
lagashi (6738)

უთამაშებელი ლორია და ჩვეულებრივი კვასხვაძე ერთი და იგივი მგონია, დიდ შეცდომად მიმაჩნია მახარაძის არ გამოძახება

18:25 | 04.09.2018
Shevche (15054)

მახარაძეს ფიფა არ აძლევს თამაშის უფლებასო.

17:36 | 04.09.2018
BEERTRANCE (97819)

საბაბების ძებნას წააგავდა

17:32 | 04.09.2018
salazar (1835)

გამოძახებულ შემადგენლობაზე პრეტენზიები არ მაქვს. კი დავსვით კითხვის ნიშანი ზარანდიაზე, პარუნაშვილზე, ხარაიშვილზე და ებრალიძეზე, მაგრამ მაგათი დრო მოვა. ეხლა მართლა ასე სჯობდა.
წინა ციკლში დიდი სამუშაო გასწია და ტაქტიკურად კარგად მოარგო გუნდს 4-5-1. ის ჩვენი გიჟები რო 5 მცველით თამაშობდნენ.. 3 საყრდენით.. გულს რო გვიხეთქავდნენ.. მოკლედ მართლა დაალაგა გუნდი.

ეხლა მთავარია ფსიქოლოგიურად კარგად მოამზადოს გუნდი.
მეკარეზე ჩამოყალიბდა. კაშიას ალბათ მაინც ენდობა, მე არ ვენდობი, მაგრამ ვაისი ენდობა. ვაკოზეც საგულისხმოა რაც თქვა, შეიძლება ცრუ ცხრიანზე ათამაშოს.

მოკლედ ჯერჯერობით ასე გამოიკვეთა:

___________ლორია_________
კაკაბა__კვერკველია___კაშია____ნავალა

________ჯაბა_____გვილია________

პაპუნა(არაბა)___ვაკო______ჩაკვეტაძე

__________ქვილითაია_________

ქვილითაია ბოლომდე ვერ ითამაშებს და მჭედლოს შემოიყვანს - ეს ერთი ცვლილება.
პაპუნას და არაბასაც ალბათ თანაბრად დაუთმობს დროს, გააჩნია ვინ დაიწყებს და როგორ წაუვა თამაში - ეს მეორე ცვლილება.
მესამეს თამაშიდან გამომდინარე გააკეთებს.

16:58 | 04.09.2018
GFederer21 (4498)

ეხლა გამოფხიზლდი ხო შენ .. ოეეე დაგვეძინა გავიდა წლები და ისევ ერთ ჭაობში ვართ.. წესიერი ფორვარდი არ გყვავს ელემენტარულად ვინც გიატან გოლებს

16:47 | 04.09.2018
Crosby87 (165)

ვლადიმერ ამხელა რესურსი კარგა ხანია არ გვქონია, ეხლა უნდა გამოაჩინო რამე თუ შეგიძლია და ულაპარაკოდ პირველზე უნდა გავიდეთ, თუ არადა ეგრევე უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე.

16:35 | 04.09.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

აბა ამ ჯგუფში სხვა რა მიზანი უნდა გქონდეს შე მართლა მოხეტიალე მწვრთნელო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064216