ფეხბურთი

14:47 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ასტანაში თურქები განსჯიან

უეფას ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრას, ყაზახეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. როგორც უფეას ვებგვერდი წერს, მთავარი არბიტრი ჰალილ უმუთ მელერი იქნება.

მას ასისტენტობას მუსტაფა ეისოი და ჯავდეთ კომურჩოღლუ გაუწევენ, ხოლო დამატებით ასისტენტები იქნებიან ბარიშ შიმშეკი, უმით იზტურკი. მეოთხე მსაჯის მოვალეობას ჯეიჰუნ სესიგუზელი შეასრულებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს, ასტანაში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.115346