18 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა მაქაცარია ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობის იუნიორთა ტურნირს გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ანა ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში ამერიკელ ჰეილი ბაპტისტთან 2:6, 6:7 (5:7) დამარცხდა, გუშინ კი წყვილებშიც ვერ იყოჩაღა. მაქაცარიამა და იტალიელმა დელაიმ ამერიკელებს – მონტგომერისა და სკოტს პირველ სეტში “მშრალზე” აჯობეს, თუმცა, საბოლოოდ, 6:0, 3:6, 5:10 წააგეს.
დღეს ელის წყვილთა დაპირისპირება 16 წლის მარიამ დალაქიშვილს. ის და ტაილანდელი სავანგკაეუ მე-5 განთესვის მქონე ტაივანურ-იაპონურ დუეტს (გარლანდი-უჩიჯიმა) გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში დალაქიშვილი სწორედ ხსენებულ იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან 4:6, 1:6 დამარცხდა, ამდენად, ჩვენებურს რევანშის შანსი ექნება.