გენუაში, ტრიბუნაზე მყოფი ტიფოზები გაოცებული სახეებით ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ჩვეულად, იტალიურად გამოხატავნდნენ გაკვირვებას - ეს, როგორ მოახერხაო?!
მართლაც, დაუჯერებელი სილამაზის გოლი გავიდა "ნაპოლის" კარში, მაგრამ მისი ავტორისთვის არაფერი ყოფილა ამაში გასაოცარი, წარმოუდგენელი, შეუძლებელი, გასაკვირიც. "სამპდორიას" თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელას თავის ხანგრძლივ კარიერაში ისეთი მაგარი გოლები აქვს გატანილი და იმდენი, ვინ მოთვლის?!
მაკრატელები, ქუსლებით, 35, 40, 45 მეტრიდან, საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით. მოკლედ, სუპერგოლები. ერთსაც გაგახსენებთ - 2010 წელს, იტალია მუნდიალის ჯგუფში რომ ჩარჩა, სლოვაკეთს 25 მეტრიდან ისეთი კოხტა გოლი გაუტანა, დავიწყებას არ მიეცემა. კოხტა გოლი იყო "ნაპოლის" კარშიც, საყვარელი და ყოფილი გუნდის კარში...