გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მე-2 მატჩი ჩაატარა და ამჯერად, “სან პაბლო ბურგოსთან” დამარცხდა – 86:93.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 15:06 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
მალაგურ კლუბს მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერს “ფუენლაბრადასთან” ელის, 13-ში – ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” ეთამაშება, 15-ში – “რეალს”, ხოლო 23-ში – ანდალუზიის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ძალებს “ბეტისთან” მოსინჯავს.