ფეხბურთი

23:02 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კლაუდიო მარკიზიო რუსეთში ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. როგორც „ზენიტის“ ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ზენიტი“ მიესალმება კლაუდიო მარკიზიოს და სანქტ-პეტერბურგში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მარკიზიო რუსულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, 32 წლის იტალიელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „იუვესთან“ კონტრაქტი ვადაზე ორი წლით ადრე 17 აგვისტოს გაწყვიტა. კლაუდიო „ბებერი ქალბატონის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 1991 წელს მოხვდა. ძირითად გუნდში კი მან 389 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო, მათ შორის, შვიდჯერ სკუდეტო.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, მარკიზიოს დამატება "პორტუს", "სევილიას", "მონაკოს", "ნიცას", "რომას", "ბენფიკასა" და "სპორტინგს" სურდათ.

0.114056