ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას „წითლების“ ვებგვერდი ავრცელებს.
სენეგალელმა გასულ თვეში სამი თამაში ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამჯერვე მისი გუნდი გამარჯვებული გამოვიდა. გავრცელებული ცნობით, მანეს ხმების 58% ერგო.
სადიოს კონკურენტები ნილ ეტერიჯი („კარდიფ სიტი“), რობერტო პერეირა („უოტფორდი“), სერხიო აგუერო („სიტი“), ლუკას მოურა („ტოტენჰემი“), მარკო ალონსო („ჩელსი“) და ბენჟამინ მენდი („სიტი“) იყვნენ.