კალათბურთი

13:46 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის პირველი წინასასეზონო

ესპანურმა “უნიკახამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს, წინასასეზონო მზადების ციკლში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
მალაგელები მადრიდულ “ესტუდიანტესს” გაეჯიბრნენ და 75:92 დამარცხდნენ, შერმადინი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:11 წუთში 7 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახას” მომდევნო შეხვედრა დღეს “სან პაბლო ბურგოსთან” ელის, 7 სექტემბერს “ფუენლაბრადას” ეთამაშება, 13-ში – ბერძნულ “ოლიმპიაკოსს”, 15-ში – “რეალს”, ხოლო 23-ში – ანდალუზიის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ძალებს “ბეტისთან” მოსინჯავს.

0.123862