ჭადრაკი

16:12 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო მედიატურნირი „თბილისი 2018“

2018 წლის მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 1-2 სექტემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ მედიატურნირ “თბილისი 2018”-ს უმასპინძლა.

შეჯიბრება, რომელშიც 10 ჟურნალისტი მონაწილეობდა, წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. დაძაბულ და საინტერესო პაექრობებში პირველი ადგილი - ზვიად შათირიშვილმა დაიკავა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს თითო ქულით ჩამორჩნენ თენგიზ ჩობანიძე და გოჩა თანდარაშვილი. უკეთესი კოეფიციენტი ჩობანიძეს აღმოაჩნდა და მას მიენიჭა მეორე საპრიზო ადგილი. IV-V ადგილები 6-6 ქულით შესაბამისად კახა ფაჩუაშვილმა და მიხეილ აბაიშვილმა გაიყვეს.

I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეებისათვის პრიზების სახით დაწესებული იყო ტექნიკის სახლის ფასიანი ვაუჩერები.

ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მონაწილეებისათვის ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.

0.124103