2009 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ხუან მარტინ დელ პოტრო მიმდინარე US OPEN-ზე სეტწაუგებლად 1/4 ფინალში გავიდა.
1/8 ფინალში დელ პოტრომ მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერს ხორვატ ბორნა ჩორიჩს იოლად 6:4, 6:3, 6:1 აჯობა. ხორვატმა არგენტინელს ვერც ერთ სეტში პრობლემა ვერ შეუქმნა. დელ პოტრომ 15 შესაძლებლობიდან ექვსი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ჩორიჩმა მხოლოდ ერთი.
მომდევნო ეტაპზე დელ პოტრო ჯონ იზნერს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ მილოშ რაონიჩი 3:6, 6:3, 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.
ურთიერთშეხვედრებში არგენტინელი ამერიკელს 7:4-ს უგებს. მატჩი 4 სექტემბერს თვილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.