ჩოგბურთი

11:28 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენა 1/4 ფინალში გავიდა

დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ამერიკის ღია პირველოდბის 1/8 ფინალში ესტონელი კაია კანეპი 6:0, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.

სერენამ პირველი სეტი მარტივად მოიგო, მაგრამ მეორე პარტიაში კანეპი უკეთ ათამაშდა და სერენამ მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე სეტი პირველად დათმო. მესამე გადამწყვეტ პარტიაში უილიამსმა თავიდანვე შეასრულა ერთი ბრეიკი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

1/4 ფინალში სერენა თავისთვის უხერხულ მეტოქეს კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება, ურთიერთშეხვედრებში ჩეხი ამერიკელს 2:1-ს უგებს.

0.134967