სხვა

12:09 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა მე-14 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. გალაქტიონ ლაითაძის შეგირდებმა ტურნირზე 1 მატჩის მოგება მოახერხეს და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს.
ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთთან (8:14), იტალიასთანა (2:16) და საფრანგეთთან (10:12) წააგეს და ბრძოლა მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძეს.



აღნიშნული ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას 12:8 მოუგო, მე-13 პოზიციისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ ბელარუსთან 8:11 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონის ტიტული საბერძნეთს ერგო, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მონტენეგრო 14:12 დაჯაბნა, ბრინჯაოსჱმატჩში კი ესპანეთმა ხორვატიას აჯობა – 9:8.

0.140699