ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობაზე ძირითადი ტურნირის პარალელურად სტარტი აიღო იუნიორთა შეჯიბრმაც, რომელშიც 2 ქართველი გოგონაც ჩაერთო. საწყის რაუნდში 18 წლის ანა მაქაცარია ამერიკელ ჰეილი ბაპტისტთან 2:6, 6:7 (5:7) დამარცხდა, 16 წლის მარიამ დალაქიშვილმა კი იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან 4:6, 1:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში მაკაცარია და იტალიელი დელაი ამერიკელებს – მონტგომერისა და სკოტს გაეჯიბრებიან, ხოლო დალაქიშვილი და ტაილანდელი სავანგკაეუ ძალებს იმავე უჩიჯიმასთანა და ტაივანელ გარლანდთან მოსინჯავენ.