ჭადრაკი

18:25 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები ევროპის ჩემპიონატზე

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული საჭადრაკო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მეტად თავი ნიკოლოზ კაჭარავამა და კესარია მგელაძემ გამოიჩინეს.
კაჭარავამ 14 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და III-X ადგილები გაინაწილა, ხოლო მგელაძემ ასევე 6.5 ქულით III-VI ადგილი გაიყო.
ქართველ მონაწილეთა საბოლოო სატურნირო შედეგები ასე გამოიყურება:


გოგონები, 8 წლამდე
4. კესარია მგელაძე (1243) – 6,5 ქულა;
24. მართა სორდია – 4,5 ქულა;

ჭაბუკები, 8 წლამდე
57. ანდრია კვირიაშვილი – 13,5;

ჭაბუკები, 10 წლამდე
24. დავით ნემსაძე (1710) – 5,5;

გოგონები, 10 წლამდე
17. ანასტასია კირთაძე (1391) – 5,5;

გოგონები, 12 წლამდე
9. ბარბარე ცირეკიძე (1413) – 6;
39. მარიამ სიჭინავა (1303) – 4,5;
70. ანა მაჭარაშვილი (1228) – 3;

ჭაბუკები, 12 წლამდე
56. ლადო მაღლაკელიძე (1735) – 4,5;
48. დავით გოცირიძე (1754) – 5;

გოგონები, 14 წლამდე
20. დიანა ლომაია (1851) – 5,5;
42. ელენე წოწონავა (1701) – 4,5;
60. რუსუდან მაღლაკელიძე (1613) – 4;

ჭაბუკები, 14 წლამდე
4. ნიკოლოზ კაჭარავა (2361) – 6,5;
67. ჯაბა ადამია (1847) – 4,5;

ჭაბუკები, 16 წლამდე
18. ლუკა ობოლაძე (2349) – 5;
23. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2323) – 6;
89. გიგა გოდერძიშვილი (1911) – 3,5;

გოგონები, 18 წლამდე
38. ნინო ჯალაღონია (2006) – 4;

0.119143