ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასო - ეს ქართული ანდაზა გამახსენდა კრიშტიანუ რონალდუსა და მისი შვილი ამბავზე. პორტუგალიელი სუპერვარსკვალი უკვე სამი მატჩია "იუვენტუსში" უგოლოდ ასპარეზობს და მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, როდის გახსნის ტურინულ ანგარიშს.
ამასობაში, რონალდუ ჯუნიორმა, რომელიც სულ რაღაც 1 კვირის წინ ჩაირიცხა "ბებერი ქალბატონის" აკადემიაში, სადებიუტო თამაშში 4 გოლი გაიტანა. პატარა კრიშტიანუმ "ბიანკონერის" 9 წლამდე გუნდის რიგებში ითამაშა, რომელმაც "ლუჩენტო" 5:1 დაამარცხა. თვითონ კი, როგორც გითხარით, პოკერი შეასრულა.