ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლაპარაკება მხარეებს შორის ნორმალურად მიმდინარეობს და მალე ახალი ხელშეკრულება დაიდება.
დე ხეას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება და მანჩესტერელები ცდილობენ მოთამაშე გუნდში დატოვონ. დე ხეა ინგლისში სათამაშოდ 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 318 მატჩში 317 გოლი გაუშვა.