ჩოგბურთი

13:15 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ჯოკოვიჩი 1/8-ფინალში გავიდნენ

ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში როჯერ ფედერერმა ავსტრალიელი ნიკ კირიოსი მოულოდნელად იოლად 6:4, 6:1, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ამ შეხვედრაში ყველა დიდ ბრძოლას ელოდა, მაგრამ როჯერმა კლასის და გამოცდილების ხარჯზე იოლი გამარჯვება იზეიმა.

ფედერერმა 10-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო კირგიოსმა ოთხი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა. 1/8-ფინალში შვეიცარიელის მეტოქე ჯონ მილმანი იქნება, მატჩი 3 სექტემბერს გაიმართება.

ასევე იოლი გამარჯვება მოიპოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ფრანგი რიშარ გასკე 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 11-დან 4 ბრეიკი გააკეთა, ხოლო გასკემ ხუთიდან ვერც ერთი. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე ჟოაო სოუზა იქნება.

0.134566