ჩოგბურთი

19:59 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ამერიკის ღია ჩემპიონატის მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა და ნაო ჰიბინო ამერიკის ღია ჩემპიონატის წყვილთა თანრიგის მერვედფინალში გავიდნენ. 1/16-ფინალში ქართულ-იაპონურმა დუეტმა კიკი ბერტენსი-იოჰანა ლარსონის წყვილი 7:6, 6:4 დაამარცხა.

მერვედფინალში ოქსანა და ნაო დალინა იაკუპოვიჩს და ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრის დაწყების დრო და ადგილი უცნობია.

0.113583