„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბოლო დროს თავს დამტყდარ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება.
„მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დავრჩები „მანჩესტერში“ ტიტული რომც ვერ მოვიგო. მე ერთადერთი ვარ, ვინ იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში მოახერხა ჩემპიონობა და შარშან მეორე ადგილზე გავედით. მე ვიყავი მსოფლიოს გამორჩეული გუნდების მწვრთნელი, მაგრამ ამავდროულად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელებს შორის ვარ. ასეთად დავრჩენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტიტული რომ ვერ მოვიგო.
2 წლის წინ ჩვენ ევროპა ლიგა მოვიგეთ და ბოლო ინგლისური გუნდი ვართ, რომელმაც ევროტურნირი მოიგო. რვა ტიტული მაქვს მოგებული და ყველა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ სეზონი ძალზე წარუმატებლად დაიწყო და მოურინიოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ხმები. თუმცა, ჯერჯერობით პოტუგალიელი პოსტს ინარჩუნებს.