ფეხბურთი

0:00 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მაიორალი “ლევანტეში” გაანათხოვრა

მადრიდის “რეალმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი ბორხა მაიორალი “ლევანტეში” გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ფორვარდი, რომელსაც “ბლანკოსთან” მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს, ვალენსიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

ბორხამ გასულ სეზონში “რეალის” რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.123259