კალათბურთი

11:45 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

უესტმა კარიერა დაასრულა

38 წლის მძიმე ფორვარდმა დევიდ უესტმა კარიერა დაასრულა.

უესტი ზაზა ფაჩულიასთან და „გოლდენ სტეიტთან“ ერთად 2017 და 2018 წლებში ნბა-ს 2-გზის ჩემპიონი გახდა.

დევიდმა ნბა-ში 1034 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ ერთ მატჩში 13.6 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.2 პასს აგროვებდა.

უესტს „ნიუ ორლეანში“, „ინდიანაში“, „სან ანტონიოში“ და „გოლდენ სტეიტში“ უთამაშია.

0.117196