ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ფრანგი ბენუა პერი იოლად 7:5, 6:4, 6:4 დაამარცხა. როჯერმა სამივე სეტი მარტივად მოიგო და ფრანგს შეხვედრის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია.
როჯერმა 9-დან ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბენუამ 6-დან ორი.
მომდევნო ეტაპზე როჯერს ბევრად ძლიერი მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი ეყოლება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი 3:2-ს იგებს. მატჩი 1 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.