ოქსანა კალაშნიკოვას და ნაო ჰიბინოს წყვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ქართულმა და იაპონელმა პირველ წრეში ბელინდა ბენჩიჩი და კატერინა კოზლოვა 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.
შემდეგ ეტაპზე, 1/16-ფინალში ოქსანა და ნაო კიკი ბერტნენსი-იოჰანა ლარსონის და კაია კანეპის-ანდრეა პეტკოვიჩის წყვილებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ქალთა წყვილთა თანრიგში პირველ ნომრად განთესილი ბარბორა კრეიციკოვას და კატერინა სინიაკოვას დუეტია.