უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის მონაწილე 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ეს-ესაა, მონაკოში დასრულდა წილისყრა და ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა.
რამდენიმე ჯგუფი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეს, განსაკუთრებით B, C და H ჯგუფებზე ითქმის. შედეგები კი ასეთია:
A ჯგუფი
"ატლეტიკო" (ესპანეთი)
"დორტმუნდი" (გერმანია)
"მონაკო" (საფრანგეთი)
"ბრიუგე" (ბელგია)
B ჯგუფი
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"ტოტენჰემი" (ინგლისი)
პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
"ინტერი" (იტალია)
C ჯგუფი
"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"ნაპოლი"(იტალია)
"ლივერპული" (ინგლისი)
"ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი)
D ჯგუფი
"ლოკომოტივი" (რუსეთი)
"პორტუ" (პორტუგალია)
"შალკე" (გერმანია)
"გალათასარაი" (თურქეთი)
E ჯგუფი
"ბაიერნი" (გერმანია)
"ბენფიკა" (პორტუგალია)
"აიაქსი" (ჰოლანდია)
აეკ (საბერძნეთი)
F ჯგუფი
"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
"შახტარი" (უკრაინა)
"ლიონი" (საფრანგეთი)
"ჰოფენჰაიმი" (გერმანია)
G ჯგუფი
"რეალი" (ესპანეთი)
"რომა" (იტალია)
ცსკა (რუსეთი)
"პლზენი" (ჩეხეთი)
H ჯგუფი
"იუვენტუსი" (იტალია)
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)
"ვალენსია" (ესპანეთი)
"იანგ ბოიზი" (შვეიცარია)
ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი 18 სექტემბერს დაიწყება. ფინალური შეხვედრა კი, 2019 წლის 1 ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრები განახლებული დროით დაიწყება.
ადრეულ შემოდგომაზე ჩვენი დროით 21:00 და 23:00 საათზე, ხოლო გვიან შემოდგომაზე შესაბამისად, ერთი საათით გვიან, 22:00 და 00:00 საათზე.