ფეხბურთი

18:26 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის წესდებამ ლუნინს 99 ნომრით თამაშის უფლება არ მისცა

ესპანურმა „ლეგანესმა“ ნიჭიერი უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი წარადგინა, რომელსაც ახალ გუნდში 99-ნომრიანი მაისურით თამაში სურდა, თუმცა ლა ლიგამ ამის საშუალება არ მისცა.

ესპანურ გუნდებში ფეხბურთელები მაისურის ნომრებს იღებენ 1-დან 25-მდე, ხოლო თუ რომელიმე მოთამაშე პარალელურად 23-წლამდე გუნდშიც ირიცხება, თანმიმდევრობით იღებენ სათამაშო ნომრებს 26-დან. შედეგად, ლუნინს 29 ნომერი ერგო.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ლუნინი „რეალმა“ მიმდინარე ზაფხულს „ზორიადან“ 12 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა დიდი კონკურენციდან გამომდინარე „ლეგანესში“ გაანათხოვრა.

0.129295