ფეხბურთი

17:17 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერიმ "არსენალში" შეზღუდვები დააწესა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ფეხბურთელებს შეზღუდვები დაუწესა. The Mirror-ის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა შეგირდებს დიეტა დაუწესა და ხილის წვენების დალევა აუკრძალა.

გარდა ამისა, ემერიმ თამაშებს შორის გასამართი ვარჯიშები უფრო მეტად ინტენსიური გახადა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “მეთოფეთა” თავკაცი მესუთ იოზილის ფორმითა და მუშაობით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერიმ “არსენალი” მიმდინარე ზაფხულს ჩაიბარა და ლონდონელებს პრემიერლიგაში სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ მოპოვებული.

0.136894