ფეხბურთი

16:14 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

შადლი "მონაკოს" შეუთანხმდა

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი ნასერ შადლი კარიერას ფრანგულ “მონაკოში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 31 აგვისტომდე ფეხბურთელი მონეგასკთა წევრი გახდება.

შადლის სანაცვლოდ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო პირადი ხელშეკრულების დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ნასერ შადლი “ვესტ ბრომვიჩს” 2016 წელს “ტოტენჰემიდან” შეუერთდა და 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

0.115629