უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდა. უკვე გაირკვა იმ 32 გუნდის ვინაობა, რომლებიც უპრესტიჟულესი ტურნირის მთავარ ბადეში მოხვდნენ.
32 გუნდი ამ ეტაპზე 4 კალათაში გადანაწილდა, ხოლო 30 აგვისტოს, 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება.
კალათები კი, შემდეგნაირად შეივსო:
I კალათა:
„რეალი“ (ესპანეთი) - მოქმედი ჩემპიონი
„ატლეტიკო“ (ესპანეთი) - ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი
„ბარსელონა“ (ესპანეთი) - ესპანეთის ჩემპიონი
„ბაიერნი“ (გერმანია) - გერმანიის ჩემპიონი
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) - ინგლისის ჩემპიონი
„იუვენტუსი“ (იტალია) - იტალიის ჩემპიონი
„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) - საფრანგეთის ჩემპიონი
„ლოკომოტივი“ (რუსეთი) - რუსეთის ჩემპიონი
II კალათა
„დორტმუნდი“ (გერმანია) – 89.000 ქულა უეფას რეიტინგში
„პორტუ“ (პორტუგალია) – 86.000
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – 82.000
„შახტარი“ (უკრაინა) – 81.000
„ბენფიკა“ (პორტუგალია) – 80.000
„ნაპოლი“ (იტალია) – 78.000
„ტოტენჰემი“ (ინგლისი) – 67.000
„რომა“ (იტალია) – 64.000
III კალათა
„ლივერპული“ (ინგლისი) – 62.000
„შალკე“ (გერმანია) – 62.000
„ლიონი“ (საფრანგეთი) – 59.000
„მონაკო“ (საფრანგეთი) – 57.000
„აიაქსი“ (ჰოლანდია) – 53.000
ცსკა (რუსეთი) – 45.000
პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია) – 36.000
„ვალენსია“ (ესპანეთი) – 36.000
IV კალათა
„პლზენი“ (ჩეხეთი) – 33.000
„ბრიუგე“ (ბელგია) – 29.500
„გალათასარაი“ (თურქეთი) – 29.500
„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – 20.500
„ინტერი“ (იტალია) – 16.000
„ჰოფენჰაიმი“ (გერმანია) – 14.285
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) – 10.750
აეკ (საბერძნეთი) – 10.000
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები განახლებულ დროებში დაიწყება. ადრეულ შემოდგომაზე ჩვენი დროით 21:00 და 23:00 საათებზე, ხოლო გვიანი შემოდგომიდან 22:00 და 00:00 საათებზე.