ფეხბურთი

17:03 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: "VAR-ი ფეხბურთს მოკლავს"

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ვიდეოგამეორების, იგივე VAR-ის სისტემის წინააღმდეგია. პლატინის განაცხადებით, ეს ფეხბურთს პროგრესს არ მოუტანს და მეტიც მოკლავს.

„მაგალითად ავიღოთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი: იყო VAR-ი, მაგრამ საფრანგეთის პირველი გოლის დროს, ჯარიმა დასანიშნი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ვიდეორეფერი არ გამოიყენეს. ფრანგებმა მეორე გოლი პენალტით გაიტანეს, მაგრამ ამჯერად ვიდეორეფერიმ გამოიტანა განაჩენი. ამ შეხვედრაში მსაჯი მარიონეტის როლში იყო. სადაა პროგრესი, სადაა სამართლიანობა?

ფიფა-ს სტატისტიკის მიხედვით სამართლიანი გადაწყვეტილებები 95-დან 99.3%-მდე გაიზარდა, მაგრამ კარგად ვიცი, როგორ მუშაობენ ამ ორგანიზაციაში და ყველა სტატისტიკა მათთვის სასარგებლოდ იქმნება. VAR-ი ფეხბურთს მოკლავს, ისევე, როგორც მსაჯებს“, - განაცხადა პლატინიმ L’Equipe-სთან საუბარში.

0.11941