გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ “ბუნდესნაკრების” შემადგენლობა პირველად დაასახელა.
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები სექტემბერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი)
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), მატიას გინტერი (გლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ტილო კეჰრერი (შალკე), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი) ნიკლას ზულე (ბაიერნი), ჯონათან ტაჰი (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ილქაი გუნდოგანი (სიტი, ინგლისი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (ბაიერნი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (სიტი, ინგლისი), ტიმო ვერნერი (ლაიფციგი)
გერმანიის ნაკრები 6 სექტემბერს, ერთა ლიგაზე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში პერუსთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.