“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე ინგლისში რჩება და კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. Sky Sports-ი იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და კოტ დივუარელი უნაი ემერის გუნდს შეუერთდება.
საინტერესოა, რომ ტურეს აგენტმა ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა:
“ჩემმა კლიენტმა ლონდონში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა”, - თქვა სელჩუკმა.
თუმცა, არ დაუკონკრეტებია რომელ გუნდში გადადის ტურე. თუმცა, ახსენა ქალაქი – ლონდონი. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო რეალურს ხდის ინფორმაციას, რომ იაია “ემირეთსზე” ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის იაია ტურემ “სიტი” მიმდინარე ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ “არსენალში” თავის დროზე იაიას ძმას, კოლო ტურეს უთამაშია.