„ბარსელონას“ შემტევმა ლიონელ მესიმ თავის თანამემამულის მანუ ჯინობილის შესახებ ისაუბრა.
„მადლობა მანუს, რომ კალათბურთი შეგვაყვარა. ჯინობილის გარეშე კალათბურთი ისეთი ვეღარ იქნება. მანუ წარმატებები შენს მომავალ ცხოვრებაში“- განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯინობილიმ კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა. მანუმ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2004 წლის ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. მანუ ნბა-ს 4-გზის ჩემპიონია (2003,2005, 2007, 2014)