ფეხბურთი

15:51 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგისთვის შემადგენლობა გუშინ დაასახელა. თუმცა, დღეს ერთი ცვლილება უკვე მოხდა.

როგორც სფფ-ის ვებგვერდი გვამცნობს, ეროვნულ გუნდს პოლონური „პოგონის“ მცველი ლაშა დვალი ტრავმის გამო გამოაკლდა. მას კი, ლატვიური „რიგასის“ მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი ჩაანაცვლებს.

სხვა მხრივ, „ჯვაროსანთა“ შემადგენლობა უცვლელია:

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ასტანაში ყაზახეთის, ხოლო სამი დღის შემდეგ თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.141242