იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ხელზე ოპერაცია გაიკეთა. საკმაოდ უცნაური მიზეზის გამო დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
„რომა“ „ატალანტას“ ეთამაშებოდა და დი ფრანჩესკო გვარიანად ანერვიულეს, მისი გუნდი ხომ თითქმის მთელი თამაში აგებდა. როდესაც "რომამ" 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ეუსებიომ ნერვები ვერ მოთოკა და სათადარიგო სკამს ხელი გაბრაზებულმა და თან გახარებულმა დაარტყა. სწორედ მაშინ დაზიანდა იტალიელი სპეციალისტი. უმნიშვნელო ოპერაციამ Villa Stuart-ის კლინიკაში წარმატებით ჩაიარა.
აქვე გეტყვით, რომ „ჯალოროსიმ“ სერია A-ს მეორე ტურში საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ ვერ დაამარცხა (3:3).