სხვა

14:30 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ხურციძე ციხეში დაჭრეს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ბრუკლინის ციხეში დაჭრეს. როგორც გამოცემა Crimerussia იტყობინება, ციხეში ხურციძესთან ერთად დაჭრილია ე.წ კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია.

სწორედ შულაიას თარჯიმანზე დაყრდნობით ავრცელებს წყარო აღნიშნულ ინფორმაციას. მიზეზი უნცობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ კონფლიქტი პატიმრების გასეირნებისას დაიწყო. შელაპარაკება შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერს შორის მოხდა, ხოლო ხურციძემ შულაიას მხარი დაუჭირა.

როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, ლათინოამერიკელები რაოდენობრივად აღემატებოდნენ დაპირისპირებულ მხარეს და ცივ იარაღსაც იყენებდნენ. ციხის ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად, ჩხუბი შეწყდა, ხოლო ხურციძე და შულაია ციხის საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ავთანდილ ხურციძის მდგომარეობა უფრო მძიმე გახლდათ. ჭრილობა სახი არეში ჰქონდა მიყენებული, ხოლო სამედიცინო დახმარების ჩატარების შემდეგ, ორივე ქართველი კარცერში გადაიყვანეს. წყარო არ აკონკრეტებს დაშავდნენ თუ არა, თავდამსხმელები.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია და 2017 წლის 8 ივნისს, აშშ-ში დააკავეს.

0.139936