ფეხბურთი

11:50 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პრემიერლიგა სამჯერ მაქვს მოგებული და პატივისცემას ვიმსახურებ!" (+VIDEO)

“მანჩესტერ იუნაიტედი” კრიზისშია, ხოლო ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსები კიდევ უფრო მოუმრავლდნენ. “ტოტენჰემთან” საშინაო (0:3) მარცხის შემდეგ, პორტუგალიელი პრესკონფერენციაზე გააბრაზეს და ნაადრევად დატოვა.

მანამდე კი, ასეთი სიტყვა დატოვა:

“იცით რას ნიშნავს 3:0? სამი, ნული – ეს ნიშნავს, რომ პრემიერლიგის სამი ტიტული მაქვს მოგებული. მე უფრო მეტჯერ გავხდი ინგლისის ჩემპიონი, ვიდრე დანარჩენი 19 მწვრთნელი ერთად. 3:2 ჩემს სასრგებლოდ.

პატივისცემა, პატივისცემა, პატივისცემა, ბატონებო, პატივისცემა!”, - გაცხარდა ჟოზე.

საინტერესოა, რომ Opta-ს ინფორმაციით, მოურინიოს კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. აქვე კიდევ ერთი დეტალი: ბრიტანული მედია არ გამორიცხავს, რომ ჟოზემ გუნდი დატოვოს.

“მამლებთან” მარცხის შემდეგ პორტუგალიელი ქომაგებთან მივიდა და შეიძლება ითქვას, დაემშვიდობა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერს” სამ ტურში მხოლოდ სამი ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო ორი შეხვედრა საერთოდ წააგო.

0.112435