2003-2004 წლების ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გლაზგო რეინჯერსი" დანიურ "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა შოტლანდიაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
საპაუხო მატჩშიც სრული თანაფარდობა იყო. 87-ე წუთამდე ანალოგიური ანგარიში, 1:1 ფიქსირდებოდა და გუნდები დამატებითი დროისთვის ემზადებოდნენ.
თუმცა, სწორედ ამ დროს შოთა არველაძემ კრისტიან ნერლინგერის გადაცემის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა, "რეინჯერსს" 2:1 მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა. თამაშში, რომელიც ზუსტად15 წლის წინ, 2003 წლის 27 აგვისტოს შედგა, ზურაბ ხიზანიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.