საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. მან სლოვენიელი ალიაჟ ბედენე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა სამი საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი ნიკოლოზმა 6:2 მოიგო, მეორეში 4:6 დამარცხდა, მესამე კვლავ 6:2 მოიგო, მეოთხეში კი ასევე 2:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში, რომელიც 41 წუთი გაგრძელდა, ქართველმა 6:4 იმარჯვა.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 37-ე ჩოგანია, მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელიც რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 29 აგვისტოს 19 საათზე დაიწყება.
ამერიკის ღია ჩემპიონატის საპრიზო თანხა 53 მილიონი დოლარია. ტურნირის პირველი ნომერი რაფაელ ნადალია, მეორე კი - როჯერ ფედერერი.