კალათბურთი

18:05 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

თაღლითობა - ზაზა ფაჩულიას სახელით ბუღალტერმა 800 ათასი დოლარი მიითვისა

ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ 800 ათასი დოლარი მოიპარა. ჟურნალ Sentinel-ის ინფორმაციით, ბუღალტერმა ფაჩულიასა და მისი მეუღლის სახელით თითქმის 1 მილიონი დოლარი მიითვისა.

62 წლის უსოუს ბრალი ორი კუთხით წარედგინა: სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო მეორე ორი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

უსოუმ დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგების თანახმად, სამი წლის ვადით პატიმრობა და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა.

62 წლის რენდი დი უსოუ კომპანია Randy Usow Accounting-ის მფლობელია, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. ფაჩულია უსოუმ 2004 წელს გაიცნო, როდესაც მეუღლესთან ერთად ქართველი კალათბურთელი ამერიკაში ახალი ჩასული იყო. როგორც ცნობილი ხდება მან ხსენებული თანხა 2011-2015 წლებში მიითვისა თაღლითურად. აქედან, 463.867 დოლარი მხოლოდ 2014 წლის აპრილში იქნა მითვისებული. თანხა საკუთარ ანგარიშზე ისე შეიტანა, რომ ფაჩულიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

რეალურად, ზაზამ და მისმა მეუღლემ არ იცოდნენ რა საქმიანობას ეწეოდა მათი ბუღალტერი. უსოუმ კი მატ საბუთი აჩვენა, სადაც რეალური შემოსავალი, 164.000 დოლარი იყო ასახული. დანარჩენ თანხას კი, ის პირად ანგარიშზე რიცხავდა, რომელიც ფარულად და არარეგალურად შექმნა. 20016 წელს ფაჩულიების ოჯახმა უსოუს სასამართლოში უჩილვა კონტრაქტის დარღვევისთვისა და დაუდევრობისთვის, ხოლო ბუღალტერმა ისინი დაარწმუნა, რომ სიტუაციას გამოასწორებდა.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც ფაჩულიამ 499. 403 დოლარი მიიღეს ფედერალური შემოსავლებიდა, მიიღეს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქმეს აუდიტი განიხილავდა. 2015 წელსაც იგივე განმეორდა, ოღონდ ახლა საქმე 2013 და 2014 წლების შემოსავალს ეხებოდა. საბოლოოდ, ზაზასა და მის მეუღლეს 82.000 დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია NBA-ში 2004 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში “ორლანდოს”, “მილუოკის”, “ატლანტას”, “დალასისა” და “გოლდენ სტეიტის” ღირსებას იცავდა, ხოლო მიმდინარე ზაფხულს “დეტროიტის” მაისური მოირგო.

0.125669