იტალიური “რომას” ნახევარმცველი კევინ სტროტმანი კარიერას მარსელის “ოლიმპიკში” გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთამნხმდნენ და ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც, რომელიც აშკარად გულდაწყვეტილი იყო:
“რომამ” გამყიდა. პრობლემა არაა, გუნდს თუ არ ვჭირდები, წავალ”, - თქვა სტორტმანმა.
იტალიური მედიის ცნობით, კევინმა “ტრიგორია” თვალცრემლიანმა დატოვა. 28 წლის ნახევარმცველი “რომაში” 2013 წლიდან თამაშობდა და 137 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.